Header image  
saqarTvelos flora da fauna  
  
 
 
 
 


cxovelTa samyaro - cxovelTa migracia

ცხოველთა მიგრაცია წარმოადგენს ინდივიდთა შედარებით დიდ მანძილზე გადაადგილებას, რაც ჩვეულებისამებრ სეზონურად ხდება. ეს შეინიშნება ყველა მთავარ ცხოველთა ჯგუფებში, მათ შორის ფრინველებს, ძუძუმწოვრებს, თევზებს, რეპტილიებს, ამფიბიებს, მწერებსა და კიბოსნაირებს შორის. მიგრაციის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ადგილობრივი კლიმატი, ადგილობრივი საკვების არსებობა, წელიწადის დრო და შეჯვარების პერიოდი. იმისათვის, რომ პროცესი ჩაითვალოს ჭეშმარიტ მიგრაციად და არა ადგილობრივ განფანტვად ან თავდასხმად, ცხოველთა გადაადგილება უნდა ხდებოდეს ყოველწლიურად ან სეზონურად, ისეთი როგორიცაა ჩრდილო ჰემისფეროდან ფრინველების სამხრეთით მიგრაცია ზამთრის პერიოდში; ანტილოპა გნუს ყოველწლიური მიგრაცია სეზონური საძოვრების ძიებაში; ან ძირითადი საცხოვრებლის შეცვლით, რაც მათი ცხოვრების ნაწილს წარმოადგენს, ისეთი როგორიცაა ახალგაზრდა ატლანტიკური ორაგულის მიერ, მას შემდეგ რაც იგი მიაღწევს გარკვეულ ზომას, იმ მდინარიდან გასვლა სადაც დაიბადა.

mimoxilva

მიგრაციამ შესაძლოა სრულიად განსხვავებული სახე მიიღოს სხვადასხვა სახეობებში, ასე რომ არ არსებობს რაიმე საყოველთაოდ მიღებული მარტივი განმარტება მიგრაციისთვის. ერთ-ერთი ყველაზე მიღებული განმარტებაა კენედის მიერ შემოთავაზებული ცნება - უცვლელი მიგრატორული (მიგრაციული) ქცევა წარმოადგენს მიმართულ მოძრაობას რომელიც ხორციელდება ცხოველის მიერ საკუთარი მამოძრავებელი ძალისხმევით ან სატრანსპორტო საშუალებაზე აქტიური (გამიზნული) განთავსებით. ეს დამოკიდებულია ზოგიერთ დროებით შესაჩერებელ ადგილის რეაქციაზე, მაგრამ საბოლოოდ ის იწვევს მისი დროებითი საცხოვრებლიდან გაძევებას და დაბრუნებას.

მიგრაცია მოიცავს ოთხ ურთიერთდაკავშირებულ ცნებას: მუდმივად მიმართული მოძრაობა; ინდივიდის დიდ მასშტაბზე გადაადგილბა (როგორც სივრცეში, ასევე დროშიც) ჩვეულებრივ ყოველდღიური აქტივობისგან განსხვავებით; პოპულაციის სეზონური წინ და უკან მოძრაობა ორ ადგილს შორის; და მოძრაობა რომელსაც მივყავართ ინდივიდების პოპულაციაში გადანაწილებისკენ. მიგრაცია შესაძლებელია იყოს ან სავალდებულო, ანუ ინდივიდებმა აუცილებლად უნდა განიცადონ მიგრაცია, ან ფაკულტატიური, რაც იმას ნიშნავს, რომ შეუძლიათ აირჩიონ „მიგრაცია“ ან არა. ხშირად მიგრირებად სახეობას ან თუნდაც ერთეულ პოპულაციას შორის ყველა ინდივიდი არ განიცდის მიგრაციას. სრული მიგრაცია ხდება მაშინ, როცა ყველა ინდივიდი მიგრირებს, ნაწილობრივი მიგრაცია კი ხდება მაშინ, როცა ზოგი ინდივიდი მიგრირებს მაშინ როცა შხვები ადგილზე რჩებიან, და ასევე დიფერენცირებული მიგრაცია - განსხვავება მიგრირებად და არა-მიგრირებად ინდივიდებს შორის დაფუძნებულია ასაკსა და სქესზე (მაგალითისთვის).

მიგრაციის სამ ძირითად ტიპს წარმოადგენს პილოტაჟი, კომპასის (კომპასური) ორიენტაცია და ჭეშმარიტი ნავიგაცია.

მიუხედავად იმისა, რომ მიგრაციული გადაადგილებების უმრავლესობა ხორციელდება წლიურ ციკლში, ზოგიერთი ყოველდღიური გადაადგილებაც მოიხსენიება როგორც მიგრაცია. ბევრი წყლის ცხოველი ახორციელებს დიილის ვერტიკალურ მიგრაციას წყალში ასეულობით მეტრზე ზემოთ და ქვემოთ ცურვით, მაშინ როცა ზოგიერთი მედუზა ასეულობით მეტრზე ახდენენ ჰორიზონტალურ მიგრაციას ტბაზე (წყალზე).

არარეგულარული (არა-ციკლური) მიგრაციები, როგორიცაა შემოჭრა შესაძლებელია მოხდეს შიმშილის, ზედმეტი პოპულაციის ან სხვა გაუგებარი ზეგავლენის შედეგად.

frinvelebi

დაახლოებით ფრინველების 1800 სახეობა სრული 10000-დან მსოფლიოში ყოველწლიურად განიცდის მიგრაციას დიდ მანძილებზე სეზონების შესაბამისად. უმრავლესი ამ მიგრაციათაგან ხდება ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით იმ ფრინველების მიერ, რომლებიც ზაფხულში ცხოვრობენ იკვებებიან და შეჯვარებას განიცდიან ჩრდილოეთის განედებზე, ზამთარში კი ასეულობით კილომეტრზე გადაადგილდებიან სამხრეთისკენ. ზოგიერთი სახეობა კი აფართოებს ამ სტრატეგიას, რათა ყოველწლიურად განახორციელონ მიგრაცია ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებს შორის. პოლარული крачка (Arctic Tern) გამოირჩევა თავისი მიგრაციით; იგი ყოველწლიურად თავისი არქტიკული საბუდარიდან მიფრინავს ანტარქტიკაზე და ბრუნდება უკან. ეს მანძილი ყველაზე ცოტა 19000 კმ-ს (12000 მილი) წარმოადგენს და ამის გამო იგი ორჯერ ხვდება ზაფხულის პერიოდში ყოველწელიწადს. საშუალოდ პოლარული крачка (Arctic Tern) ამგვარ მოგზაურობას თავის ცხოვრებაში 60-ჯერ ახორციელებს.

Tevzebi

უმრავლესი თევზების სახეობები შედარებით შეზღუდულნი არიან თავიანთ გადაადგილებებში, რჩებიან რა ერთეულ გეოგრაფიულრაიონში და ასრულებენ მოკლე მიგრაციას გამოსაზამთრებლად, ქვირითობისა და კვებისთვის. რამოდენიმე ასეული სახეობა ასრულებს მიგრაციას დიდ მანძილებზე, ზოგიერთ შემთხვევაში ათასეული კილომეტრით მოშორებით. დაახლოებით 120 სახეობის თევზი, მათ შორის ორაგულის რამოდენიმე სახეობა განიცდის მიგრაციას მარილიან და მტკნარ წყლებში (ისინი წარმოადგენენ „დერეფნებს“).

ისეთი საკვები თევზი როგორიცაა ქაშაყი და მოივა მიგრირებენ ჩრდილოატლანტიკური ოკეანის განსაკუთრებული ნაწილის გარშმო. მაგალითად, მოივა მრავლდება ისლანდიის სამხრეთ და დასავლეთი სანაპიროების გასწვრივ; მათი ლიფსიტები ისლანდიის გარშემო საათის ისრის მიმართულებით დრეიფობენ იმ დროს, როცა თევზები გამოსაკვებად მიცურავენ ჩრდილოეთით, იან-მაიენის კუნძულისაკენ და ბრუნდებიან ისლანდიაში გრენლანდიის აღმოსავლეთ სანაპიროს პარალელურად.

„სარდინების რბოლაში“ მილიარდი სამხრეთაფრიკული სარდინა Sardinops sagax ქვირითობს აგულიას სანაპიროს (Agulhas Bank) ცივ წყლებში და შემდგომ ჩრდილოეთის მიმართულებით გადაადგილდებიან სამხრეთ აფრიკის სანაპიროს გასწვრივ მაისი-ივლისის პერიოდში.

mwerebi

ზოგიერთი ისეთი ფრთიანი მწერები, როგორიცაა მკალი, ზოგიერთი პეპელა და ნემსიყლაპიები (რომელთაც ძლიერი ფრენა შეუძლიათ) მიგრირებენ დიდ მანძილებზე. ნემსიყლაპიებს შორის სახეობები Libellula და Sympetrum გამოირჩევიან მასიური მიგრაციით, Pantala flavescens სახეობა კი ცნობილია როგორც მსოფლიოს გარშემო მოგზაური ნემსიყლაპია და გამოირჩევა იმ უნიკალურობით, რომ იგი ერთადერთი მწერია რომელიც კვეთს ოკეანეს ინდოეთსა და აფრიკას შორის. გამონაკლის შემთხვევებში, უდაბნოს მკალის Schistocerca gregaria გუნდმა, ჰაერის ნაკადებისა და შუატროპიკული კონვერგენციის ზონის გამოყენებით გადაიფრინა ატლანტის ოკეანეზე დასავლეთის მიმართულებით 4500 კმ-ზე, 1988 წლის ოქტომბერში.

ზოგიერთ მიგრირებად პეპლებს შორის, როგორებიცაა პეპელა მონარქი და შეღებილი ქალბატონი, ვერცერთი ინდივიდიი ვერ ასრულებს სრულ მიგრაციას. ამის მაგივრად პეპლები მოგზაურობის პერიოდში შეჯვარდებიან და შემდგომი თაობა განაგრძობს მოგზაურობას მიგრაციის შემდგომ ეტაპზე.

sxva cxovelebi

მასიური მიგრაცია შეიმჩნევა ძუძუმწოვრებში. ამ მიგრაციას სერენგეტის „დიდ მიგრაციას“ უწოდებენ. ყოველწლიურად შეინიშნება 1.7 მილიონი ანტილოპა გნუსა და ასეულობით ათასი სხვა დიდი ცხოველის, მათ შორის გაზელებისა და ზებრების წრიულ მარშრუტზე გადაადილება (მოძრაობა).

მიგრაცია მნიშვნელოვანია სხვა ძუძუმწოვრებშიც, მათ შორის ვეშაპისნაირებში - ვეშაპებს, დელფინებსა და ზღვის ღორებს შორის. დიდ მანძილზე მიგრაცია შეინიშნება ზოგიერთ ღამურებშიც, შესამჩნევად მასიური მიგრაცია აქვთ მექსიკურ (იგივე ბრაზილიურ) თავისუფალკუდიან (Tadarida brasiliensis) ღამურებს ორეგონის შტატსა და სამხრეთ მექსიკის ტერიტორიებს შორის.

ზოგიერთი რეპტილია და ამფიბიაც განიცდის მიგრაციას.

ზოგიერთი კიბოსნაირებიც მიგრირებენ, მათ შორის ყველაზე შტამბეჭდავი სანახავია აღდგომის კუნძულის წითელი კიბორჩხალის გადაადგილება, რომლებიც ყოველწლიურად მასიურად მილიონობით გადაადგილდებიან.

migraciis monitoringi (Tvalyuris devna)

მეცნიერები აგროვებენ დაკვირვებებს ცხოველთა მიგრაციის შესახებ მათი გადაადგილების მონიტორინგით. ცხოველები ტრადიციულად არიან მეთვალყურეობის ქვეშ საიდენტიფიკაციო იარლიყით როგორიცაა ფრინველების რგოლები მათი მოგვიანებით დაბრუნებისთვის (აღდგენისთვის); არანაირი ინფორმაცია არ ყოფილა მიღებული ფრინველის გაშვებასა და დაბრუნებას შორის მარშრუტზე და დანიშნული ინდივიდუმების მხოლოდ ნაწილის აღდგენა მოხდა. ამგვარად, მეტად მოსახერხებელია ელეტრომოწყობილობების, როგორიცა რადიო-მონიტორინგით აღჭურვილი შესაბმელების გამოყენება, რომლის მეთვალყურეობაც შსაძლებელია რადიოს საშუალებით პორტატიული, სატრანსპორტო საშუალებებსა თუ თვითმფრინავზე დამაგრებით ან თანამგზავრის საშუალებით. იარლიყები შესაძლებელი შეიცავდნენ GPS მიმღებს, რომელიც საშუალებას იძლევა გადასცეს ადგილის ზუსტი მონაცემები დროის რეგულარულ შუალედებში, მაგრამ ისინი უდაოდ მძიმე და ძვირი საშუალებებს წარმოადგენენ ვიდრე მოწყობილობები GPS-ის გარეშე. ალტერნატიულს წარმოადგენს რგოს დოპლერის იარლიყი (სანიშნი), რომელსაც „გადამცემი ტერმინალის პლათფორმა“-საც (გტპ) უწოდებენ. იგი რეგულარულად გზავნის მონაცემებს პოლარულ-ორბიტალურ თანამგზავრზე „არგოს“; დოპლერის გადაადგილების (გადანაცვლების) გამოყენებით შესაძლებელია ცხოველის დაახლოებითი ადგილმდებარეობის დადგენა ნაკლებ ფასად და მცირე წონით, GPS-თან შედარებით.

რადიო მონიტორინგის იარლიყები (სანიშნები) შსაძლებელია მოვარგოთ მწერებს, მათ შორის ნემსიყლაპიებსა და ფუტკრებს.

kultura

მანამ, სანამ ხალხი მივიდოდა იმ აზრამდე, რომ ცხოველებს ახასიათებთ მიგრაცია, წარმოიშვა სხვადასხვა ფოლკლორი და მცდარი ახსნა იმისა, რომ რამისთვის მიეწერათ ფრინველთა გაქრობა ან მათი უეცარი გამოჩენა. ანტიკურ საბერძნეთში არისტოტელეს გაუჩნდა აზრი, რომ მეჟოლიები (ბუტბუტები) გადაიქცნენ горихвостк (Redstart) ზაფხულის დადგომისას. შუასაუკუნეების ევროპულ ბესტიარიებსა და მანუსკრიპტებში თეთრლოყება ბატი (Barnacle Goose) იზრდებოდა ხეზე ხილის მსგავსად ან მიტივტივე ხის ნაჭრებზე იხვის მოლუსკებიდან ვითარდებოდნენ. სხვა მაგალითს წარმოადგენს მერცხალი, რომლის შესახებაც ადრე, თვით ისეტი ნატურალისტებიც კი, როგორიც იყო გილბერტ უაითი, ფიქრობდნენ რომ ისინი იზამთრებდნენ ან წყლის ქვეშ, მდინარის ტალახში დამარხულნი ან ფუღუროიან ხეებში.

 

damatebiTi informacia